18 წლის ბიჭის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ

18 წლის რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლო სხდომა ბრალდების მხარესა და დაკავებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პოლიციელების საქმის არსებითი განხილვა 27 თებერვალს დაიწყება.

რუსთავის პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები დააკავეს. მთავარი საგამოძიები უწყების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს სამართალდამცველებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბრალდებულები ძალის გადამეტებას უარყოფენ.

banner
წინა სტატიაში“არ ვფიქრობ, რომ მან თავის ნებით გაიტანა განაცხადი” – ჯანეზაშვილი მოსამართლე არევაძეზე
შემდეგი სტატიასოლიდარობა პანკისს – აქცია კანცელარიასთან