“18 წელი ვიმუშავე საარჩევნო ადმინისტრაციაში… დადგა დღე, როცა მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული აზრი” -გათავისუფლებული საჯარო მოხელე

დადგა დღე, როცა მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული აზრი – წერს სოციალურ ქსელში ნინო კაციაშვილი, სამსახურიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი საჯარო მოხელე. კაციაშვილი ცესკოდან გაათავისუფლეს:

“18 წელი ვიმუშავე საარჩევნო ადმინისტრაციაში. ეს საქმე არასოდეს ყოფილა უბრალოდ სამსახური. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები მაქვს მასზე გახარჯული.
ვფიქრობდი, რომ ჩემი სამსახურისთვის ღირებული თანამშრომელი ვიყავი.
მაგრამ დადგა დღე, როცა მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული აზრი…
არც წლებს, არც კომპეტენციას არავინ დაგიდევს ახლა.
ის თაობა მაინც, ვის თვალწინაც 9 აპრილს გაუვლია, რუსეთის მომხრე ვერ იქნება! ასე გავიზარდე! შავლეგოს ვმღეროდი ბალღობიდან და ძალიან გვიანია ახლა ჩემში რამე შეიცვალოს!
ყველა ჩემს კოლეგას, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ქვეყნის ბედნიერი და მართლა მშვიდობიანი განვითარება, წარმატებებს ვუსურვებ” წერს კაციაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: ყველა მოთხოვნა – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, თუ ესე მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ჩვენი პარტნიორებისგან იქნება კიდევ უფრო მძიმე პასუხები
შემდეგი სტატიაჯო უილსონი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალ მრჩეველს საქართველოს შესახებ ესაუბრა