საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, ლუბა ჩემიას ოჯახს თავს ბაგრამიანის ბატალიონის წევრები დაესხნენ და ოჯახის ათი წევრი დახვრიტეს. შემთხვევა ზემო ფშაფში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბატალიონის წევრებმა ლუბას მეუღლის, ალიოშა მესხის და (ნახევრად) აფხაზი სიძის თვალწინ, ლუბას შვილიშვილები გააუპატიურეს, შემდეგ მოკლეს. გარდაცვლილების დაკრძალვა კი, ლუბას ქმარს და ნახევრად აფახზ სიძეს აიძულეს.
მას შემდეგ, რაც ლუბა ჩემიას მეუღლემ და სიძემ გარდაცვლილები დაკრძალეს, ბატალიონის წევრებმა ისინი გაათავისუფლეს. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ფსიქიკურ ტრამვებს ვერ გაუძლეს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, (სავარაუდოდ, მოძრავ მანქანას შეუვარდნენ).
ცნობისთვის, ბაგრანინაის ბატალიონის წევრებმა, ლუბა ჩემიას არ მისცეს უფლება, ოჯახის ათი დახვრეტილი წევრი წესისამებრ დაესაფლავებინა.
შეგახსენბთ, რომ 1993 წლის 9 თებერვალს ჩამოყალიბდა სომხური ბატალიონი, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალისტური ორგანიზაცია „კრუნკის“ ლიდერი, ვლადისლავ არძინბას მომხრე ალბერტ ტოპოლიანი მეთაურობდა, რომელიც აფხაზურ მხარეზე იბრძოდა. ეს შენაერთი საბჭოთა სომეხი მარშლის ივანე ბაგრამიანის სახელს ატარებდა.
ბაგრამიანის ბატალიონის მეთაურად დაინიშნა უფროსი ლეიტენანტი ვაგარშაკ კოსიანი, ხოლო შტაბის უფროსად — პოლკოვნიკი ლეონიდ მარქარიანი.
აღნიშნულმა ბატალიონმა თავი გამოიჩინა განსაკუთრებული სისასტიკით და მონაწილეობა მიიღო ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში. მათ განხორციელეს გაგრის სტადიონზე მოკვეთილი ქრთველთა თავებით ფეხბურთის თამაში. ბაგრამიანის ბატალიონს ფინანსურად და ეკონომიკურად ეხმარებოდნენ რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები (მაგ., ყოფილი გაგრელი სერგეი ჩაკრიანი და სხვ.)
სამხედრო მოქმედებებში აფხაზების მხარეზე სულ 1500-ზე მეტი სომეხი მონაწილეობდა. მათგან 140 დაიღუპა. სომხური ბატალიონი მონაწილეობდა აგრეთვე 1998 წლის მაისში გალის რაიონში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკურ წმენდაში.
განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც დადასტურებულ იქნა ეუთო-ს 1994 წ. ბუდაპეშტის, 1996 წ, ლისაბონისა და 1999 წ. სტამბოლის სამიტების რეზოლუციებში.
ავტორი: ბერდია კალანდია