18 ოქტომბრის აქციის საქმე – სვანიძე, ხომერიკი, ყიასაშვილი და ნაჭყებია პატიმრობაში გაუშვეს, გამყრელიძე და მაჭავარიანი გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ხომერიკი, გელა გამყრელიძე და ნინო სვანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, ნინო სვანიძეს 5-დღიანი, ხოლო საბა ხომერიკს 8-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. გელა გამყრელიძე სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს.

შსს-ს ინფორმაციით, ისინი 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვაში მონაწილეობდნენ. გამყრელიძის თქმით, ის შემთხვევით აღმოჩნდა გადაკეტილ გზაზე და პროტესტში მონაწილეობა არ მიუღია.

გარდა ამისა, მოსამართლემ ცალკე წარმოებად გამოყო ვახტანგ მაჭავარიანის საქმე, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდა გიორგი ყიასაშვილს – აქციაზე სახის დაფარვის გამო, ხოლო ლაშა ნაჭყებიას 4-დღიანი პატიმრობა განესაზღვრა.

შსს-ს ინფორმაციით, 18 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სულ 14 ადამიანი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება კი 13 პირთან გრძელდება.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: რატომ უნდა დამაკავონ?
შემდეგი სტატიამოსამართლემ ვახო სანაიას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა