18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაია თავისუფალია

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაია თავისუფალია, მან გორის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე საათის წინ დატოვა. ბასილაიას მხარდამჭერები იზოლატორთან გამამხნევებელი შეძახილებით დახვდნენ. ,,ბრძოლა უკვე დაწყებულია და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. წამზომი ჩართულია, ძალიან მალე, იგივე სიტუაციაში ჩვენ ვნახავთ ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მას ექნება თავი სამართლებელი და როდესაც დადგება მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ყოველდღიურად ვხედავთ ახალ-ახალ დაკავებულებს და მათ სოლიდარობას ვუცხადებ, ჩვენს თანამებრძოლებს და ეს ძალიან მალე დასრულდება. და დასრულდება ამ ქვეყნის სასარგებლოდ, ისინი იქნებიან თავისუფალი. ხოლო ბიძინა ივანიშვილის და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის ხელქვეითების პასუხისმგებლობის საკითხი კი, აუცილებლად დადგება”,-განაცხადა ბექა მასილაიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია საქართველოდან წასვლას არ აპირებს
შემდეგი სტატიათიბისი ბანკის საქმე – საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი გაიმართება