18-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან N314 მარშრუტზე იმოძრავებენ

თბილისის მერიის ცნობით, 18-მეტრიანი ავტობუსებით დღეიდან N314 მარშრუტის მგზავრებიც ისარგებლებენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ახალი
ავტობუსებით ჩანაცვლდა.

“კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის
კლიმატურ პირობებზე.

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ასევე, განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა.

აღსანიშნავია, რომ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეისყიდა. ახალი ავტობუსები N302-ისა და N308-ის მგზავრებს უკვე ემსახურებიან. დაგეგმილია 18-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება N301 მარშრუტზეც,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ახალი ავტობუსები N302-ისა და N308-ის მგზავრებს უკვე ემსახურებიან. 16 მარტიდან კი, 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი აცხადებს, რომ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს