18 აგვისტოს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი სამგზავრო მატარებელი დაინიშნა

„საქართველოს რკინიგზა“ 18 აგვისტოს, კვირას თბილისი-ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებელს ამატებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, შაბათ-კვირას გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით იქნა მიღებული.

სამგზავრო მატარებელი დაემატება ორივე მიმართულებით და იმოძრავებს შემდეგი განრიგით: გასვლა-თბილისი – 09:05 საათი, ჩასვლა-ბათუმი – 14:42 საათი; გამოსვლა-ბათუმი – 18:30 საათი, ჩამოსვლა-თბილისი – 00:07 საათი.

რაც შეეხება 17 აგვისტოს – შაბათს, ამ დღეს ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი უკვე დაინიშნა, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, მგზავრა არიოს სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე – Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

banner
წინა სტატიაშირუსეთს უნდა ჰკითხოთ რას აპირებს მომავალში – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიარაც აქ ხდება, ძალიან შემაშფოთებელია – დიპლომატები გუგუტიანთკარში ჩავიდნენ