18- 19 წლის არიან, რასაც უნდა იმას დააბრალებენ – პანკისელები სპეცოპერაციაზე

ადგილობრივები პანკისში, დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ 5 ახალგაზრდა სამართალდამცველებმა მოულოდნელად დააკავეს. ისინი ტერორიზმთან დაკავებულების კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ – “წამოყარეს, არც ადვოკატი, არც გაფრთხილება, პირდაპირ თბილისში წაიყვანეს, 18- 19 წლის არიან, რასაც უნდა იმას ათქმევინებენ და დააბრალებენ” – ამბობენ პანკისელები.

დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო
შემდეგი სტატიავაშაძე – ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რის გამოც სასამართლო სისტემაში სრული რეორგანიზაცია მოხდება