16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

18, 18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა – თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ნარკოდანაშაულზე განაჩენი გამოიტანა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა,პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის , ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ” და მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, 19-260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 18 -18 წლით , ერთს კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაში“ბრალს ის ხალხი მდებს, ვინც პუტინის რეჟიმს სარეცელზე უწვება”- ნიკოლოზ რაჭველი
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: აფხაზეთში საწვავის შეტანა იყო რუსული სპეცოპერაცია “ქართულ ოცნებასთან” ერთად — ეს არის ქვეყნის ღალატი