(18+) ჟურნალისტების დახოცვის ვიდეო თავად მკვლელმაც გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა

აშშ: ოპერატორი და რეპორტიორი პირდაპირ ეთერში ჩაცხრილეს

mkvleliსოციალურ ქსელებში ვრცელდება აშშ-ში ჟურნალისტების დახოცვის ვიდეო, რომელიც თავად დანაშაულის ჩამდენმა გადაიღო და მოგვიანებით, გაავრცელა. ვიდეო გაჩნდა Facebook-ში Bryce Williams-ის გვერდზე, რომელიც მოგვიანებით საერთოდ გაქრა სოციალური ქსელიდან.

არსებული ინფორმაციით, დანაშაული იმ ტელეარხის ყოფილმა ჟურნალისტმა ჩაიდინა, რომლის თანამშრომლებიც დღეს მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი ჟურნალისტი მის მიერ მოკლულ კოლეგას ელისონ პარკერს პროფესიონალიზმს უწუნებდა.

აშშ: ოპერატორი და რეპორტიორი პირდაპირ ეთერში ჩაცხრილეს

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, პირდაპირი რეპორტაჟის დროს, ორ ჟურნალისტს ესროლეს. ტელეარხ WDBJ7-TV-ს ჟურნალისტი და ოპერატორი ინტერვიუს წერდნენ, რა დროსაც რამდენიმე გასროლა გაისმა. გარდაცვლილები 24 წლის ელისონ პარკერი და 27 წლის ადამ უორდი არიან.

დამნაშავე დაკავებული არ არის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

https://youtu.be/JIRV9StQxv8

banner
წინა სტატიაშიფემინისტებმა პარიზში ქუჩას ტერეშკოვას, ნინა სიმონეს და ბრესის სახელი “დაარქვეს”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალურ მდივნს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა