(18+) მოწმე პოლკოვნიკ თეთრაძის წამებაზე და ანი ნადარეიშვილის კომენტარი

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებაში ბრალდებული „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში წამების დღეს იხსენებს. პატიმრის ვინაობა ანონიმურია.
შარვალი ჩავხადეთ, მე დავიჭირე და მეორეს ვეუბნებოდი გააკეთე რამე მეთქი. მე მეჭირა შარვალ და ტრუსიკ ჩახდილი. ინსცენირება უნდოდათ, თან იღებდნენ ვიდეოკამერით ამას. ამ ამბის მერე, ხელი გავუშვი, ჩვეულებრივად ადგა და შარვალი აიწია, სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთში გადავარდა. სახით დაეცა მიწაზე და ცუდათ გახდა. ნაწამები იყო, ისეთი ნაწამები იყო, რომ იმას აღარც ცემა უნდოდა და აღარც ხელის ხლება. მე არ მიწამებია, უბრალოდ მოვცხე 4-5 ჯერ. დავარტყი სახეში, ბეჭებში, მაგრამ არჩევანის საშუალება რომ ყოფილიყო, იმ კაცს საერთოდ არაფერს არ დავუშავებდი. იცით რეები ხდებოდა? ენით ვერ აგიღწერთ, რომ ვუყურებდი. შეიძლება იმ დღეში მე აღმოვჩენილიყავი და „ვინუჟდენი“ გავაკეთე, რა უნდა მექნა?!“ – ყვება პატიმარი.

https://youtu.be/byfpE25GXgo
“იმედის კვირაში” ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ უკმაყოფილება “ფეისბუქზე” გამოთქვა ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა და წამყვანებს ინგა გრიგოლიასა და შალვა რამიშვილს მიმართა:

ეს მარაზმი როდის უნდა დაამთავროთ, ამდენი ტყუილი უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია. ვითანამშრომლეთ თქვენთან, მოგეცით უამრავი მასალა, მათ შორის როგორ მოხდა გარიგება ბედუკაძესა და პროკურატურას შორის, მოგეცით მასალა სადაც ფარული ჩანაწერებია და კარგად ჩანს როგორ არიგებენ მოწმეებს რა უნდა თქვან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ბაჩომ კონკრეტულად გაგცათ დაწვრილებით ყველა თქვენს მიერ შეგზავნილ კითხვაზე პასუხი, რაც არ გაუშვით, იმიტომ რომ არ გაწყობთ.

ის რომ ბაჩო ახალაიას მიესაჯა ბუნტის საქმეზე და ნავთლუღის სპეცოპერაციაზე არის უდიდესი ტყუილი და ცილისწამება, ბუნტში ბაჩო გამართლდა და ნავთლუღის სპეცოპერაციაზე არც ქონია ბრალი არასოდეს წაყენებული ვინაიადან საერთოდ არ აქვს შეხება ამ საქმესთან. რატომ შეუგზავნეთ ბაჩოს კითხვები თუ პასუხების გაშვებას არ აპირებდით? თუ ის პასუხები რაც ბაჩომ გაგცათ არ გაწყობთ ეტყობა ხო?

პირდაპირ გეტყვით, თქვენ ახლა სხედხართ მანდ სტუდიაში და ჭორაობთ და ეს არის ამაზრზენი!!!

.პ.ს. შალვა რამიშვილი თქვენ ხართ ტუტუცი!!!”, – დაწერა მან “ფეისბუქის” საკუთარ კედელზე.

შეგახსენებთ, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის 18 სექტემბერს პასუხისგებაში მიეცა სამ სხვა პირთან: დ.ლსთან, გ. გსთან და ს.ჩსთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით. (აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ყველა პირი პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილია პოლიტპატიმრად და შესაბამისად 2012 წლის 12 იანვრის “ამნისტიის აქტის” საფუძველზე გათავისუფლებულია სასჯელისაგან).

ჯაშუშობაში ბრალდებული სერგო თეთრაძეს შეეფარდა პატიმრობა, რის საფუძველზე მოათავსეს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, სადაც გარდაიცვალა მოთავსებიდან მე-4 დღეს.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მარტში გაზეთ “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერი თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით. ჩანაწერი გაკეთებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კერძოდ, 2013 წელს, ხოლო პოლიციის მაღალჩინოსანი პატიმარს ირაკლი ღარიბაშვილის სახელით ელაპარაკება. ღარიბაშვილი იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისააკაშვილის მოადგილედ ვლადიმირ ჟმაკი ინიშნება
შემდეგი სტატიაეთერ კაკულიას დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ