178 მეღვინე ევროკავშრის ელჩს საქართვლში ღია წერილით მიმართავს და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს

მეღვინეების მიმართვა ევროკავშირს – 178 მეღვინე ევროკავშრის ელჩს საქართვლში ღია წერილით მიმართავს და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

“ჩვენი თხოვნაა, მიიღოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართულმა ღვინომ გაიკვალა გზა თავის ბუნებრივ ეკოსისტემაში – ევროპაში, სწორედ ასე დაიმკვიდროს დამოუკიდებელმა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ თავისი ადგილი თავისუფალი სამყაროს ევროპულ ოჯახში”, – ნათქვამია წერილში.

მათი განცხადებით ათწლეულების მანძილზე პოსტსაბჭოთა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა დამოკიდებული იყო რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე, ამიტომ ქართულ ღვინოს მათი თქმით, დამოუკიდებელ სახელმწიფოში სტაბილური, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების პირობები სჭირდება, ამისთვის კი ქვეყნის ევროინტეგრაცია გადამწვეტი პირობაა.

“ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რაც, ცხადია, ყოველგვარ პერსპექტივას უზღუდავდა მას, ღირსეულად წარდგენილიყო ღვინის მაღალი კულტურით გამორჩეული ქვეყნების წინაშე.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ღვინომ რუსეთის ემბარგო იწვნია და ღვინისა და ყურძნის წარმოების სექტორები სასიცოცხლო საფრთხის წინაშე დადგა, სახელმწიფომ ბუნებრივად დაიწყო ზრუნვა წარმოების ხარისხის გაუმჯობესებასა და „ქართული ღვინის“, როგორც ბრენდის რეფორმაზე. ამ საქმეში კი ჩვენ გვერდით იდგნენ ღვინის ევროპელი პროფესიონალები, გავლენიანი მედია, ევროპული ორგანიზაციები და ფონდები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეებს, ვისაც მანამდე შეზღუდული ჰქონდა ფინანსებზე წვდომა, ევროპული ფონდების დახმარებით მიეცათ შესაძლებლობა, მამა-პაპათა საქმიანობისთვის ეკონომიკური ღირებულება მიენიჭებინათ.

დარგის მიკრო, მცირე და საშუალო მოთამაშეთათვის ფინანსებზე წვდომის თანასწორი შესაძლებლობები, ხარისხიანი განათლება და კოოპერაციული კულტურის გამომუშავება მეწარმეების გაძლიერების მიზნით, რაც მთავარია, ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირება და სანაცვლოდ ექსპორტის გაზრდა სტაბილური ეკონიმიკისა და ღვინის მაღალი სამომხმარებლო კულტურის ქვეყნებში”. – აცხადებენ მეღვინეები.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრმა Proparco-მ თიბისისთან რეგიონში ყველაზე მსხვილი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა
შემდეგი სტატიასაბა ბუაძე: ოთარ ფარცხალაძეს არ უნდა ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობ