ამერიკის შეერთებულ შტატები პლანეტისათვის იქცა ადამიანის პიროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ

1776 წლის 4 ივლისს შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები, დღეს, მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს, 240–ედ აღნიშნავს. ის ამერიკელებისათვის, უბრალოდ, „4 ივლისია“, შობის შემდეგ ყველაზე საყვარელი და ძვირფასი დღესასწაული. 1776 წლის ამ დღეს, მეორე კონტინენტურმა კონგრესმა, დამოუკიდებლობის დეკლარაციით, მსოფლიო დემოკრატიის მომავალი ბურჯი, დიდი ბრიტანეთის ბატონობისაგან გათავისუფლებულად გამოაცხადა და ჩრდილოეთ ამერიკის 13 ყოფილი კოლონიისაგან, ახალი სახელმწიფო, შეერთებული შტატები დაიბადა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ძირითადი ავტორი თომას ჯეფერსონია, დეკლარაციაზე ასევე მუშაობდნენ ჯონ ადამსი და ბენჯამენ ფრანკლინი, ისტორიის გამორჩეული ფიგურები, რომლებიც, ზოგადად, თავისუფლების სიმბოლოდ იქცნენ, და არა მხოლოდ ამერიკელებისათვის.

United_States_Declaration_of_Independence

1776 წლის 6 ივლისს, დეკლარაციის ტექსტი პირველად გამოქვეყნდა გაზეთში. 8 ივლისს, კი ის ასევე პირველად იქნა წაკითხული ფილადელფიის ცენტრალურ მოედანზე. ამ დღეს ქალაქში ტრადიციული ბაზრობა იმართებოდა. ამის ერთ–ერთი შედეგი კი ამერიკის ეროვნულ სიწმინდედ ქცეული, „თავისუფლების ზარის“ გამოჩენა გახდა. ლეგენდის მიხედვით, სწორედ ზარმა მოუწოდა მოქალაქეებს მოედანზე შეკრების და თავისუფლების ტექსტის მოსმენისაკენ. დღეს, დეკლარაციის ტექსტის ორიგინალი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ არქივში, ვაშინგტონში ინახება.

დღევანდელ დღეს, აშშ–ის ქალაქებში, ყველა დასახლებულ პუნქტში, დილიდან გვიან ღამემდე, აღლუმები და ფოიერვერკები იმართება. ყველაზე გრანდიოზული პიროტექნიკური შოუ, ტრადიციულად, ნიუ–იორკში შედგება და მას ათეულ ათასობით ადამიანი რეალურად იხილავს.

ფოიერვერკების გარდა, დღესვე არნახული რაოდენობის ოჯახური პიკნიკები მოეწყობა, სადაც ამერიკელების საკუთარი, განსაკუთრებული ტრადიციები აქვთ. თითოეულ შტატში, ამ ტრადიციების გარკვეული თავისებურებებიც არსებობს. მაგალითად, ალიასკას შტატში, ქალაქ სიუარდში, ადგილობრივები ფეხით ლაშქრობას მაუნთ–მარათონის მთებში აწყობენ, პენისილვანიაში, ქალაქ ლიტიტცში, სანთლების ფესტივალი იმართება. ნებრასკას შტატში, ქალაქ ტეკუმსში, სასამართლოს შენობასთან, რამდენიმე ასეულ დროშას გამოფენენ, იმ ადგილობრივი მკვიდრების საპატივსაცემოდ, ვინც ამ დროისათვის ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში მსახურობს.

დამოუკიდებლობის დღის ავტორის, ვუდრო ვილსონის სიტყვებით, „ამერიკის შეერთებულ შტაბებს, განგების აღსრულებისა და მსოფლიოს გადარჩენის უსაზღვრო პრიოვილეგია ხვდა წილად.“ ეს „ახალი“ ქვეყანა, პლანეტისათვის მართლაც იქცა ადამიანის პიროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ, რომელიც მსოფლიოს დიდმა ნაწილმა, საკუთარი განვითარებისა და იდეალების ორიენტირად და მისაბაძ მაგალითად დასახა

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) პოლონეთში ილუზიონისტმა ტელეწამყვანს ხელი შემთხვევით გაუხვრიტა
შემდეგი სტატიაბესლან ბუტბა: “ამცახარა” აფხაზეთის პოლიტიკური სცენიდან უნდა წაიშალოს”