“… და მერე წავალ უმისამართოდ” – რა დაწერა მოკლულმა პოლიციელმა “ფეისბუქში” უკანასკნელად

13206_10206335425655067_3686925815039280202_nგარდაცვლილ პოლიციელ ბექა მარგიშვილს წელს აგვისტოში 29 წელი შეუსრულდებოდა.

როგორც მისმა ნაცნობმა “კვირის პალიტრას” უთხრა, გარდაცვლილი პოლიციელი ნიჭიერი ადამიანი იყო, მღეროდა და ლექსებსაც წერდა.

ბექას “ფეისბუქის” საკუთარ პროფილზე ბოლო ჩანაწერი 19 მარტს აქვს დატოვებული. ეს ჩანაწერი მისივე ლექსია, რომელსაც ვაქვეყნებთ:

AVE…
ნუ იგვიანებთ, მეგობრებო, გათენდა, AVE…
მე ერთი გროშიც არ მაბადია ბოლო იმედად,
ო,არ იდარდოთ, დაგიბრუნებთ დახარჯულს ხვალვე,
ვერ ხედავთ,დარდი როგორ მოსჩქეფს მღვრიე დინებად?!.
ნუ გეღიმებათ, მეგობრებო, მე ლოთი არ ვარ!..
მინდა,რომ მზერა ცივი დილის ვნებით გავათბო.
ერთიც დამისხით ამ ფიალაში და მერე წავალ…

ერთიც დამისხით და მერე წავალ უმისამართოდ.
ჩემი ტკივილი და ჩემი ურვა არის ნამდვილი.
მე მიყვარს ღმერთი და სამშვიდობოს გასული ფიქრი…
ხანდახან რთული და ხანდახან ალბათ ადვილი
ეს აღმაფრენა….ჩემი გრძნობები ზეცისკენ მიქრის.
ნუ იგვიანებთ მეგობრებო,გათენდა, AVE…

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელს მიაგნეს
შემდეგი სტატია“პოლიციელის ვალია დაიცვას უსაფრთხოება-ზაქარია ქუცნაშვილი