“2012 წელს ბოლნისის რაიონს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, 2014 წელს კი ბიუჯეტმა დააფინანსა”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დივერსიას უწოდებს იმ პროცესებს, რაც კომპანია “RMG”-ისა და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მიმართებაში ვითარდება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კომპანიაში 3 ათასი ოჯახია დასაქმებული, რომელთა შენახვასაც მილიონობით ლარი სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლნისის რაიონი კომპანია “RMG”-ის მუშაობაზეა დამოკიდებული. პრემიერი დაინტერესდა, აქვთ თუ არა გააზრებული იმ ადამიანებს, ვინც კომპანიის მუშაობას აფერხებენ რამხელა პასუხისმგებლობას ირებენ საკუთარ თავზე.

“მე ვიცი, რომ ბოლნისში ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა კომპანია “RMG”-ის, სადაც 3 ათასი ოჯახი მუშაობს. მთელი ბოლნისის რაიონი ამ კომპანიის მუშაობაზეა დამოკიდებული. 2012 წელს რაიონს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, გასულ წელს კი მთლიანად ცენტრალურმა ბიუჯეტმა დააფინანსა, იმიტომ, რომ კომპანია პარალიზებული იყო, სამუშაოები გაჩერდა. 3 ათასი ოჯახის შენახვას მილიონობით ლარი სჭირდება. მე მაინტერესებს უბრალოდ თუ აქვთ ამ ადამიანებს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა მათ არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. არც აქვთ გააზრებული ის რისკი, რომლის წინაშეც ეს 3 ათასი ოჯახი დგას. ეს ყოვლად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაა. რაც მოხდა ბოლნისის კომპანიის წინააღმდეგ, რაც ახლა ხდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მიმართებაში, პირდაპირი დივერსიაა და ამით სამართალდამცავი ორგანიები უნდა დაინტერესდნენ”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში„მოსამართლე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებლად უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე“
შემდეგი სტატიაჯოჯოხეთის საქანელა (ვიდეო)