17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა, 2016 და 2018 წლის არჩევნებთან შედარებით დაბალია – ცესკო

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებითცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის სულ 68 საჩივარია შესული. როგორც ცესკოში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, ყველაზე მეტი 30 საჩივარი ზუგდიდშია შესული, მათგან 20 სარჩელია შეტანილი მარნეულში.

როგორც ცესკოში განმარტავენ საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება. პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ მარნეულში მართლაც ჰქონდა ადგილი ერთი პირის მიერ ხმის მეორედ მიცემის მცდელობას, თუმცა ის დროულად აღიკვეთა.

„სულ არის 68 საჩივარი და აქედან 20 საჩივარი შესულია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ზესტაფონში-5 საჩივარი, ხულოში – 11, ზუგდიდში-30, ოზურგეთში -1 და თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში შესულია ასევე 1 საჩივარი. საჩივრების ძირითადი ნაწილი შეეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად მარნეულის, ყიზილაჯლოს #89 საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ იყო ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ამავე უბანზე გაძევებულ იქნა დამკვირვებელი გადაღების წესის დარღვევის გამო, იყო მისი მხრიდან მცდელობა, გადაეღო საარჩევნო სიები და კაბინა შიგნით, გარდა ამისა, მისი მხრიდან იყო კომისიის მუშაობისადმი ხელის შეშლა,“- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკომ შედარებითი აქტივობის ცხრილიც გამოაქვეყნა. მთაწმინდაზე 17:00 საათის მონაცემებით მისული არის 26.6%, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 31% იყო უკვე მისული.

რაც შეეხება მერების არჩევნებს, ის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებს შეადარა. მაგალითად მარნეულში, თუ დღეს 17:00 საათისთვის მისულია 27.2%, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისული იყო 42.5%. ზესტაფონში 37% მისული, საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო 48%, ზუგდიდში 38.6% მისული ამომრჩევლის 17:00 საათისთვის, 2018 წელს იყო 39.6%, ხულოში აქტივობა არის 49.5% , 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო 48.7%.

რაც შეეხება აქტივობას იმ საარჩევნო უბნების მიხედვით, სადაც საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება, 17:00 სთ-ის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია:

საგარეჯო: 67.8%

ახმეტა: 44.1%

ადიგენი: 45.8 %

ტყიბული: 33.9%

წყალტუბო: 40.9%

ოზურგეთი: 37.4 %

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: საერთო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა