17 წლის ქეთევან მჟავანაძემ ერთი დღით შს მინისტრის სავარძელი დაიკავა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარს, 17 წლის ქეთევან მჟავანაძეს შს სამინისტროში უმასპინძლა.

გიორგი მღებრიშვილმა გოგონას მისი სამუშაო კაბინეტი და სამინისტროს შენობა პირადად დაათვალიერებინა.

შს მინისტრმა ქეთევან მჟავანაძე საკუთარი ავტომანქანით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშიც მიიყვანა, სადაც მას საჩუქრად პატრულ-ინსპექტორის ფორმა და სიმბოლური სუვენირები გადასცეს.

სამინისტროში სტუმრობის შემდეგ, გოგონას შესაძლებლობა ჰქონდა, რამდენიმე საათით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად თბილისის ქუჩებში პატრულირება განეხორციელებინა.

შსს-ს ინფორმაციით, ბერი ანდრიას ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება. ფონდის ერთ-ერთი პროექტის თანახმად, ბენეფიციარები მათთვის სასურველ მინისტრს ხვდებიან და ერთი დღით სიმბოლურად მათ თანამდებობას იკავებენ. აღნიშნული პროექტით ბერი ანდრიას ფონდი ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, განვითარებასა და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს.

banner
წინა სტატიაშიმერია არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კონკურსს აცხადებს
შემდეგი სტატიაპროკურატურაში ჟურნალისტები დაკითხეს