17 წლის გოგონას „ფეისბუქის“ ბოლო პოსტი რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულო

სამეგრელოში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 17 წლის სალომე ქურდობაძეა.

„გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად“ – ეს არის 17 წლის გოგოს ბოლო პოსტი „ფეისბუქში“, რითიც ის 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ამ პოსტიდან რამდენიმე საათში კი გოგონამ ლუკას მსგავსად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, ჩამომხრჩვალი ოჯახის წევრებმა იპოვეს. წერილიც სწორედ შემთხვევის ადგილზე ეგდო, სადაც გოგონა უმძიმესი გადაწყვეტილების შესახებ წერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

,,თაიმეერის” ჯგუფი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგორში 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახური “მწვანე სკოლაში” შევიდა