17 ოპოზიციური პარტია დაფინანსების მარეგულირებელ წესს საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია უსამართლოს უწოდებს გენერალური აუდიტორის მიერ მიღებულ ბრძანებას.
ისინი იმ რეგულაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი კომერციული რეკლამის თანხა წინასწარ უნდა გადაიხადონ.
ეს ეხება, როგორც სატელევიზიო, ისე ბილბორდებსა და სტენდებზე გაკეთებულ წინასაარჩევნო სარეკლამო განცხადებებს. ისინი ასევე ითხოვენ, სადაო რეგულაციის შეჩერებას, სასამართლო გადაწყვეტილებამდე.
პარტიები არათანაბარ პირობებზე საუბრობენ და ხელისუფლებას არაკონკურენტული გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ.
“დემოკრატიული მოძრაობის” წევრ გიორგი ახვლედიანის განცხადებით, პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესი პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
ოპოზიცია ბრძანების გაუქმებას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კი მის შეჩერებას მოითხოვს.