29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

17 მაისს პატრიარქი შიო III სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

გავრცელებული ინფორმაციით, წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციითვე, პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება.

banner
წინა სტატიაშიავარიას გარდაბანში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა- მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი დაშავებული
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: ვცდილობთ გავაგებინოთ, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეებს, რომ ეს არის უფსკრული საითაც მიაქანებენ დღეს ევროკავშირს