17 მაისის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს €193 500-ის გადახდა დააკისრა

2013 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულებისთვის €193 500-ის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი მე-14-ესთან ერთად, რაც გულისხმობს ლგბტ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას.

გარდა ამისა, დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი მე-14-ესთან ერთად, რაც გულისხმობს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევას დისკრიმინაციულად.

სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაზარალებულებისთვის ჯამურად €193 500-ის გადახდა დააკისრა.

banner
წინა სტატიაშითუთბერიძე: სააკაშვილი არის მზად, ნებისმიერ დროს მიიღოს ჟურნალისტები პალატაში კამერების თანდასწრებით
შემდეგი სტატიახაზარაძე: ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი