17 ივლისს ფოთის თეატრში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება

17 ივლისს ფოთის თეატრში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება

fotis teatrei17 ივლისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.

ფესტივალს 20:00 საათზე გახსნის თბილისის ,,რკინის თეატრი’’ სპეციალურად მისთვის შექმნილი კოპროდუქციით ,,ჩიტები’’ – რეჟისორი დავით ანდღულაძე; მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე, დავით როინიშვილი, ზაზა თაგოშვილი და ნატო ესაკია.

სპექტაკლს წინ უძღვის 15 წუთიანი შოუ-პროგრამა თბილისის ,,დრამ შულისა’’ და მსახიობების მონაწილეობით, რომელიც თეატრის წინ, ღია სივრცეში გაიმართება.

გახსნას დაესწრებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები და პოლიტიკოსები.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზის მეთაური
შემდეგი სტატიაგიულენი არ გამორიცხავს, რომ გადატრიალება დადგმული იყოს