“ხარებას” და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება – კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ “ასპრიასთან” 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდაშვილი დაიჭრა. ინფორმაციას “TV პირველის” ავრცელებს.
დაპირისპირებაში “ტვ პირველის” ცნობით, შინჯიკაშვილის მოადგილე, გიორგი უბილავა მონაწილეობდა, რომელმაც მათივე ინფორმაციით, ქვეყანა უკვე დატოვა. თავად მარიდაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
„პირველებს“ კლინიკაში უდასტურებენ, რომ მარიდაშვილს ქვედა კიდურები ტყვიებით აქვს დაცხრილული. დაშავებული ახლაც კლინიკაშია.
მარიდაშვილი ჯონი, 33 წლის, შემოყვანილი 17 -ში ღამე, ჩაუტარდა მას ოპერაციული მკურნალობა, მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელია. ამოღებული იქნა უცხო სხეულები. ქვედა კიდურებზე აღენიშნება პატარ-პატარა მრავლობითი დაზიანებები“, – უთხრა „პირველებს“ ექიმმმა.