17-18 დეკემბერს თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება

17-18 დეკემბერს თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური სესია გაიმართება.

18 დეკემბერს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გიორგი მოსიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში აზერ კარიმლი, ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტი, ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ბალტიის ასამბლეაში აადუ მუსტი, ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ანდრე პოსტემა, სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი.

ყოველწლიური სესიის ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება თემებზე: რეგიონული უსაფრთხოების საერთო მიდგომა, ერთობლივი ძალისხმევა ტრანსსასაზღვრო დანაშაულების წინააღმდეგ, მდგრადი მომავალი: განახლებად ენერგიაზე გადასვლის გამოცდილების გაზიარება. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია შემაჯამებელი დოკუმენტის მიღებით დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიკვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა
შემდეგი სტატიაბრიუსელში საქართველოს საელჩომ საახალწლო მიღებას უმასპინძლა