17 წლის ახალგაზრდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს თანხებს სძალავდა

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

17 წლის ახალგაზრდა გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩანა ტ-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოგონილი სახელით შექმნა გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდა ამავე სოციალური ქსელის მომხმარებელ ორ არასრულწლოვან გოგონას, როგორც ერთ-ერთი სამოდელო სტუდიის მენეჯერი და შესთავაზა „ონლაინ კონკურსში“ მონაწილეობის მისაღებად მისთვის ფოტოსურათები გადაეგზავნათ.

ბრალდებული დაჰპირდა გოგონებს, რომ შერჩევის შემთხვევაში, გარკვეული თანხის ანაზღაურების პირობით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას მიაღებინებდა. გოგონებმა მას საცურაო კოსტიუმში გადაღებული პირადი ფოტოები გაუგზავნეს, რის შემდეგაც ბრალდებულმა მათ 100-100 ლარის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში – ფოტოების გასაჯაროვებით დაემუქრა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბაჩანა ტ-ს 50 ლარი, ხოლო მეორემ 70 ლარი და “ქენონის” ფირმის ფოტოაპარატი გადასცა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას – დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის ნაწილი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – მისი პირადი კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა საჯარო მოხელეების ხელფასების შემცირებას არ გულისხმობს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ესტუმრება