17 მაისს ჰომოჰობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე აღარ გაიმართება

17 მაისს, ანუ ხვალ ჰომოჰობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე აღარ გაიმართება.

აქტივობები საპატრიარქოს თხოვნით თავად ორგანიზატორებმა გააუქმეს, რომლის შესახებაც ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. განცხადების თანახმად, ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს.

დღეს და ხვალ ეკლესია პირველად აღნიშნავს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებას დედაქალაქში. ამ დღესასწაულის გამო, დღეს მცხეთიდან თბილისამდე მსვლელობაც იგეგმება. ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე სამღვდელო პირები და მორწმუნეები მიაცილებენ აწყურის ღვთისმშობლისა და ანდრია მოციქულის ხატებს. საღამოს კი პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. ხვალ ილია მეორე გვარებსა და ოჯახებს დალოცავს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ გზების რეაბილიტაციის სამუშაოების დაგვიანების მიზეზები განმარტა
შემდეგი სტატიალუქსემბურგის გეი პრემიერი რახმანინოვის შვილიშვილი აღმოჩნდა