17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნის

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნის. ისინი გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წაყენებას აპროტესტებენ. დოკუმენტი სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა წარმოადგინა.

ევროპარლამენტარების განცხადებით, წინაწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის გახანგრძლივება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებსა და ევროპული სამართლის სტანდარტებს.

წერილის ავტორები ყოფილი მერისთვის ახალი ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, წერილის ავტორები მოუწოდებენ მთავრობას, გაითვალისწინონ ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის კრიტიკული დასკვნა.

„მათი აზრით, ახალი ბრალის წაყენება გიგი უგულავასთვის მიზნად ისახავს კონსტიტუციის იგნორირებით, ევროპული სამართლებრივი სტანდარტების იგნორირებით, წინასაწარი პატიმრობის ვადის 9 თვეზე მეტად გახანგრძლივებას და ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული დევნა,” – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

წერილს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები აწერენ ხელს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილისთვის IRI-ის კვლევის შედეგებს სანდოდ არ მიიჩნევს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: პირველადი მონაცემები დაფიქრების საფუძველს იძლევა