„შენების მოძრაობამ“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატიები წარადგინა. მოძრაობის სახელით, დიდუბის მე-16 ოლქში ნათია ქობალია, ხოლო მე-17 ოლქში იოსებ ვარდოშვილი იბრძოლებენ.

თენგიზ შერგელაშვილმა წარდგენისას კანდიდატების კვალიფიკაციაზე და პრინციპულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მიზანია პოლიტიკაში შემოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებით დაამტკიცეს პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და პრინციპულობა. სწორედ ასეთი ადამიანები გვინდა შემოგთავაზოთ დიდუბის მე-16 ოლქში ნათია ქობალია, ხოლო მე-17 ოლქში, დიღმის მასივში იოსებ ვარდოშვილი.

პრინციპულობა და პროფესიონალიზმი არის დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა. თბილისის მერიაში და საკრებულოში ჩვენ შევძლებთ მდგომარეობა არსებითად უკეთესობისკენ შევცვალოთ. კოსმეტიკური ცვლილებები თბილისისთვის საკმარისი არ არის“ – განაცხადა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა.

კანდიდატებმა მოსახლეობას იმ საკითხების მოგვარების კონკრეტულ გეგმებზე ესაუბრეს, რომელიც „შენების მოძრაობის“ პროგრამით არის გათვალისწინებული. მათი თქმით ეს არის გეგმა, რომელიც მიმათულია ცუდის შეცვლის და არარსებულის შექმნისკენ, რაც ამ რაიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„მე ზუსტად ვიცი დიდუბის ცენტრალური უბნის პრობლემები და ჩვენს გუნდს გვაქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. არჩევის შემთხვევაში თქვენ გეყოლებათ აქტიური, პრინციპული და რაც მთავარია ხელმისაწვდომი მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში“ – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ნათია ქობალიამ.

„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს და იმ გარემოს რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. ერთიანი ხედვა და გეგმა რომელიც აქვს ჩვენს გუნდს, არის სწორედ ის რაც დღეს თბილისს სჭირდება. მთავარია სისტემური ცვლილებები. თავად სისტემა უნდა შევცვალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ სწორად ვაშენოთ ჩვენი უბანი, ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანა“ – განაცხადა წარგენისას იოსებ ვარდოშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიტვის რესპუბლიკის სეიმში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – მადლობა ღმერთს, ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკურად აქტუალური არ არის