1,607,530–მა მოქალაქემ ხმა უკვე მისცა, აქტივობა 45.77 %–ია, – ცესკო, 17:00 საათის მონაცემები

ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა დღევანდელ არჩევნებზე საღამოს 17:00 საათისთვის 45,77 %–ია, რაც რაოდნობრივად არის 1,607,530 ამომრჩეველი.

17:00 საათისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა – 57.3 % დაფიქსირდა მე–19 ოლქში რაჭა ლეჩხუმშსა და ქვემო სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი – 41.9 % ქვემო ქართლის საარჩევნო ოლქში.

ცნობისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის, 42.04% იყო – 1,477,262 ამომრჩეველი.

2012 წლის საპარალამენტო არჩევნებზე კი, საღამოს ხუთი საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 53.03% იყო, რაც რაოდენობრივად არის 1,9163,95 ამომრჩეველი.

დღეს 15 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა იყო – 36,45% – 1,279,947 ამომრჩეველი.

დღეს 12 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა იყო – 19,41% –681,583-ამომრჩეველი.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – 2030 წლამდე შეიძლება ეს შავი ჭირი შეგვრჩეს, ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ
შემდეგი სტატია“ლელომ” არჩევნების პროცესში დარღვევის ახალი ფაქტები გამოავლინა