160-ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტი 180 ლარამდე გაიზრდება

პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს სოციალური დახმარების პაკეტის ოდენობა გაეზრდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სოციალური პაკეტის ოდენობა ახლა 160 ლარი არის, ხოლო 1 ივლისიდან 180 ლარი გახდება.

დადგენილება, რომლის მიხედვითაც სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება, შემდეგ კვირაში, მომავალ მთავრობის სხდომაზე წარიდგინება.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძე თავისი სასამართლო პროცესის დახურვის მომხრე არ არის
შემდეგი სტატიასუსმა ბესელიას დაქალი დაიჭირა, სასამართლომ კი გირაოთი გაათავისუფლა