16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2019 10:01

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2019 10:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics