16 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი დააკავეს

შიდა ქართლში მასწავებელი დააკავეს, რომელიც მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. შსს-მ შუახნის კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ფაქტი “მთავრმა არხმა” გააშუქა.

ცნობისთვის, ფაქტის შესახებ, “მთავარმა არხმა” ინფორმაცია 8 დეკემბერს გაავრცელა. მაშინ, როდესაც მომხდარის შესახებ არასრუწლოვანმა ჯერ სხვა პედაგოგს, მოგვიანებით კი მშობლებს აცნობა. მაშინ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებდა. თუმცა, მომხადრის გახმაურების შემდეგ, “მთავარის” ინფორმაციით საქმეში, ახალი ვიდეო მტკიცებულებები გამოჩნდა, სადაც ჩანს თუ, როგორ ახორციელებს პედაგოგი ანალოგიურ ქმედებას სხვა ბავშვების მიმართ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მასწავლებელს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიათბილისის მუნიციპალური მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მუშაობა განახლდა