16 პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი გუშინ ჩაუტარდათ, ინფექცია არ დაუდასტურდათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 16 პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი გუშინ ჩაუტარდათ, ინფექცია არ დაუდასტურდათ.

მისივე თქმით, 16-ვე პაციენტს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

„16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ტესტირება ახალ კრონავირუსზე. თექვსმეტივესთან მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, 16-ვე გადაყვანილ იქნა საკარანტინო სივრცეში“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში 24 პაციენტი რჩება. მათგან 11 პაციენტს ტესტირებისთვის ცხვირ-ხახის ნაცხს დღეს აუღებენ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლას პარლამენტში ოპოზიცია არ დაესწრება
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6,5-მდე მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა