16 ნოემერს დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორია ეთნიკური ოსი სამოქალაქო აქტივისტი არსენ მამიტოვი

ახალგაზრდა სპორტსმენი და სამოქალაქო აქტივისტი, ეთნიკური ოსი, წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან, არსენი მამიტოვი ექსტრემალურ სპორტს მომავალი თაობის სპორტული განვითარებისა და ამავდროულად, ოკუპაციით დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანების ინსტრუმენტად იყენებს.

მამიტოვმა 2022 წელს თბილისის ექსტრემალური სპორტის ფესტივალი დააარსა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს საქართველოდან. ფესტივალის მისია სცდება საქართველოში სპორტის განვითარებას. ბიემიქსის, სკეიტბორდისა და ექსტრემალური სპორტის სხვა სახეობების მეშვეობით, მამიტოვი მიზნად ისახავს, ქართველი და ოსი ახალგაზრდები სპორტის ირგვლივ გააერთიანოს და ამავდროულად, საკუთარი სამოქალაქო აქტივიზმით წვლილი შეიტანოს შერიგების პროცესში.
“თბილისში 2 წელია ვცხოვრობ. აქ ჩამოსვლის შემდეგ სულ სხვა რეალობა აღმოვაჩინე. მე ვხვდები თუ რამხელა შეცდომაში შეიყვანეს ქართველი და ოსი ხალხი“, – არსენი მამიტოვი.

არსენი მამიტოვი სპორტში ხედავს გამოსავალს. მას სჯერა, რომ სპორტს შესწევს ძალა ახალგაზრდები გააერთიანოს ერთი იდეის ქვეშ. სწორედ ამ იდეით ინსპირირებულმა, 2 წლის წინ ექსტრემალური სპორტის პირველი ფესტივალი გამართა თბილისში, რომელშიც 80-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სკეიტბორდის ფედერაციის მხარდაჭერით 16-17 ოქტომბერს, უკვე მესამედ, დედაენის პარკში ჩატარდება. მამიტოვის სპორტული ღონისძიების მიმართ ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან მალევე გაჩნდა და ყოველწლიურად ფესტივალის მონაწილეთა რიცხვი იზრდება.
არსენი მამიტოვის მიზნებშია, ფესტივალი თბილისს გასცდეს და ისეთ ქალაქებშიც ჩაატაროს ის, როგორიცაა გორი, ქუთაისი და ბათუმი.

არსენი მამიტოვმა ექსტრემალური სპორტის ფესტივალის მეშვეობით შექმნა პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდებიან. მისი საბოლოო მიზანია ექსტრემალური სპორტი ქართველებისა და ოსების გაერთიანების სივრცედ აქციოს. ამ მიზნით, იგი ცდილობს ფესტივალში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდებიც ჩართოს. ამიტომ, მათი ჩართულობა 19-20 ოქტომბერს დაგეგმილ“ ექსტრემ ფესტშიც“ არის გათვალისწინებული.

არსენი მამიტოვი ძლიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთი ადამიანის სურვილსა და რწმენას გამოიწვიოს მთელი მოძრაობა ცვლილებებისკენ და უკეთესი, საერთო მომავლისკენ. არსენის ძალისხმევა არის მშვიდობისა და შერიგების იმედის შუქურა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა