16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაჟორიტარული ოლქების შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია ხმების 99.9% – ამ მონაცემებით 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. მათ შორის, თბილისის ყველა რაიონში. ცესკოს მონაცემებით, 14 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. აქედან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საჩხერის მაჟორიტარ კანდიდატს აქვს – ხმების 68.86%.

მთაწმინდა – დათვლილია ხმათა 100% – ბექა ოდიშარია [ქართული ოცნება] – 44.81%, შალვა შავგულიძე [ევროპული საქართველო] – 29.45%;
ვაკე – დათვლილია ხმათა 100% – ნოდარ ტურძელაძე [ქართული ოცნება] – 42.24%, ელენე ხოშტარია [ევროპული საქართველო] – 35.55%;
საბურთალო – დათვლილია ხმათა 100% – დავით სერგეენკო [ქართული ოცნება] – 43.23 %, ალეკო ელისაშვილი [მოქალაქეები] – 19.16%;
ისანი – დათვლილია ხმათა 100% – კახა კახიშვილი [ქართული ოცნება] – 46.74%, ხატია დეკანოიძე [ენმ] – 27.23%;
სამგორი – დათვლილია ხმათა 100% – სოზარ სუბარი [ქართული ოცნება] 45.87%, ლევან ხაბეიშვილი [ენმ] – 39.18%;
დიდუბე-ჩუღურეთი – დათვლილია ხმათა 100% – გიორგი ვოლსკი [ქართული ოცნება] – 42.49%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21.09%;
ნაძალადევი – დათვლილია ხმათა 100% – მიხეილ ყაველაშვილი [ქართული ოცნება] – 43.76%, შალვა ნათელაშვილი [ლეიბორისტული პარტია] – 25.01%;
გლდანი – დათვლილია ხმათა 99% – ლევან კობიაშვილი [ქართული ოცნება] – 42.69%, ნიკა მელია [ენმ] – 43.88%;
რუსთავი – დათვლილია ხმათა 100% – ნინო ლაცაბიძე [ქართული ოცნება] – 47.37%, დავით კირკიტაძე – 32.6%;
ხაშური-ქარელი – დათვლილია ხმათა 100% – ზაალ დუგლაძე [ქართული ოცნება] – 49.34%, ნატო ჩხეიძე [ენმ] – 29.63%;
ზესტაფონი-ბაღდათის-თერჯოლა-ტყიბული – დათვლილია ხმათა 100%, ბეჟან წაქაძე [ქართული ოცნება] – 49.49%, კახა გეწაძე [ენმ] – 26.98%;
ქუთაისი – დათვლილია ხმათა 100% – ზაზა ლომინაძე [ქართული ოცნება] – 42.16%, გრიგოლ ვაშაძე [ენმ] – 34.72%;
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ქადაგიშვილი [ქართული ოცნება] – 47.26%, გიორგი ბოტკოველი [ენმ] – 40.43%;
ზუგდიდი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ჩიქოვანი [ქართული ოცნება] – 47.91%, მალხაზ ჯალაღონია [ენმ] – 36.95%;
ბათუმი – დათვლილია ხმათა 100% – რესან კონცელიძე [ქართული ოცნება] – 40.97%, ლევან ვარშალომიძე [ენმ] – 37.3%;
ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაური – დათვლილია ხმათა 100% – ანზორ ბოლქვაძე – 46.26%, მიშა ბოლქვაძე [ენმ] – 32.5%;

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: აღარ ვცემ პატივს ერთ დროს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს
შემდეგი სტატიაახლა ჩაასწორა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ წუთში ისევ მე გადავდივარ მეორე ტურში