16 ივნისს პუტინთან შეხვედრისას ბაიდენი ბელორუსის თემაზეც ისაუბრებს

16 ივნისს პუტინთან შეხვედრისას ბაიდენი ბელორუსის თემაზეც ისაუბრებს

აშშ-სა და რუსეთის ლიდერების სამიტზე, რომელიც ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება, “მნიშვნელოვანი დრო სტრატეგიულ სტაბილურობას დაეთმობა”, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისა და ბელორუსის თემებზეც ისაუბრებს – თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკმა თქვა – “ბიბისი” “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის სტივ ჰერმანის სიტყვებს ციტირებს.

გარდა ამისა, ფსაკმა თქვა, რომ აშშ არ თვლის, რომ ბელორუსში 23 მაისს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის ბელორუსში იძულებით დასმაში რუსეთიც არის გარეული, როგორც ეს გუშინ რამდენიმე ქვეყანამ ფრთხილად მიანიშნა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რაც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, ისინი პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ..
თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ლიეტუვამ და პოლონეთმა თვითმფრინავის იძულებით დასმას “სახელმწიფო ტეროტიზმი” უწოდეს.

ბლოგერთან ერთად დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტი სოფია საპეგი, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნექსტას” თანადამფუძნებელია. მას დღეს ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქცია ვიცით, რომ არის დაფინანსებული, მართული
შემდეგი სტატიაწამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია პროტასევიჩის სახეზე ძალადობის კვალზე საუბრობს