16-17 ნოემბერს თბილისში Ministry of Data-ს ჰაკათონი გაიმართება. გამარჯვებული გუნდი პრიზად 2500$ მიიღებს.

16-17 ნოემბერს თბილისში Ministry of Data-ს ჰაკათონი გაიმართება. გამარჯვებული გუნდი პრიზად 2500$ მიიღებს. ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ, Ministry of Data შავი ზღვის რეგიონში გადმოინაცვლებს. ჰაკათონში, რომელიც 16-17 ნოემბერს გაიმართება, მონაწილეობას სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ. პროექტში მონაწილე ქვეყნებისთვის შეიქმნა დავალებები, რომლებზეც შერჩეული გუნდები იმუშავებენ. საქართველოში გუნდები პროექტებს ტურიზმის შესახებ 2005 წლიდან დღემდე არსებულ მონაცემებზე, ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩართულობასა და სახელმწიფო ბიუჯეტზე შექმნიან. თითოეული ქვეყნიდან 3 გუნდი შეირჩევა, რომლებიც იდეებს თბილისში, DataFest -ზე წარადგენენ. პროექტში გამარჯვებული გუნდი პრიზის სახით 2,500 $მიიღებს. გამარჯვებულ გუნდს პროექტზე სამუშაოდ ერთი თვე მიეცემა, რომლის განმავლობაშიც მას მენტრობას ForSet -ის გუნდი გაუწევს. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე უნდა გაიარონ. შერჩეულ კანდიდატებს 10 ოქტომბრამდე დაუკავშირდებიან. სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/MinistryOfData_BlackSeaდამატებითი ინფორმაციისთვის მოიწონეთ ფეისბუქ გვერდი და ეწვიეთ ვებ გვერდს.

banner
წინა სტატიაშითბილისის 20 საბავშვო ბაღში გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა