16 წლის გოგონამ ტერაქტის ორგანიზება აღიარა

16 წლის გოგონამ ტერაქტის ორგანიზება აღიარა

მანჩესტერის სასამართლოში 16 წლის ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელის სახელი და გვარი არ ვრცელდება, ორი ტერაქტის მომზადება აღიარა. ამის შესახებ BBC News წერს.
ბრიტანელის ტელეფონში ნაპოვნი იქნა ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დამზადდეს ბომბი, სხვადასხვა სახეობის იარაღის ფოტოები, ასევე დაღუპული ბავშვის ფოტო (რა გარემოებებში იქნა ფოტო გადაღებული, არ კონკრეტდება).
დაკავებული ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მოწყობილი ტერაქტის ორგანიზებაშია ბრალდებული, რომლის ლიკვიდაცია პოლიციამ შეძლო. მაშინ ტერორისტი გირაოთი გამოუშვეს. მისი საქმის განაჩენი 15 ოქტომბერს იქნება გამოტანილი.

გუშინ ბრიტანელი 14 წლის მოზარდთან ერთად დააკავეს. მოზარდმა აღიარა, რომ ტერაქტის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას.
ბრიტანელი სამართალდამცავების თქმით, მოზარდები დღეში 2 ათას მესიჯს წერდნენ ერთმანეთს WhatsApp-ის მეშვეობით.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 16 წლის ახალგაზრდა ქალბატონი ინტერნეტში ისლამურ სახელმწიფოზეც აგროვებდა ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტის და ოპერატორის მკვლელი დაკავებულია
შემდეგი სტატიავიდეო–16 წლის ნენსი პერეზი 24 საათის შემდეგ გაცოცხლდა