ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 38,8 % შეადგინა.
არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისათვის 1 363 493 ამომრჩეველმა მიიღო.
28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია.
რეგისტრირებულია და პროცესს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.
საქართველოს მოქალაქეები დღეს რიგით მეხუთე პრეზიდენტს 6 წლის ვადით პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, ამ ფუნქციას მომავალში 300 წევრით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია შეასრულებს.