32 წლის კაცს, შვილის მეგობარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 15 წლის მოზარდი ამტკიცებს, რომ კლასელის მამა სექსუალური ძალადობის გარდა, მას ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასაც აიძულებდა.
შოკისმომგვრელი ჩვენების შემდეგ პოლიციამ კაცი დააკავა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ მოზარდმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.
ირკვევა, რომ 15 წლის მოზარდის ჩვენების საფუძველზე ერთი პირი სასჯელს უკვე იხდის- გოგონა მასაც გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
“ეს ბავშვი მე დამიკავშირდა, სოციალურად დაუცველი იყო, უჭირდა, ამბობდა, დედაჩემი საჭმელს არ მაჭმევსო, სკოლისთვის ჩასაცმელი არ ჰქონდა. შესაბამისად, დავეხმარე. გულჩათხრობილი ბავშვი იყო, არაფერს გვეუბნებოდა. დედაჩემის თანხმობით რჩებოდა ჩვენთან.
რამდენიმე დღის წინ, პოლიცია შემოვიდა ჩვენს საცხოვრებელში, მოსაწევს ვეძებთო. სამმართველოში რომ მივედით, ჩემი მეუღლის დაკითხვა რომ დასრულდა, იქ მითხრეს, რომ დაკავებული იყო გაუპატიურების მუხლით.
ვუთხარი, რომ მეორე ადამიანი შეწირეთ ამ ბავშვის ენითთქო. არ ვიცი, რატომ გააკეთა ამ ბავშვმა. ჩემს მეუღლეში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ”- ამბობს დაკავებულის ცოლი.