15 წლის მოზარდის მამას, რომელიც ახალქლაქის სოფლის გამგებელს ჯგუფურ ცემაში ადანაშაულებდა, ბრალდება წარუდგინეს.
გამოძიება ახლა ამტკიცებს, რომ დაპირისპირების დროს, ადგიზლე მისულმა მოზარდის მამამ დაზიანებები საჯარო მოხლეს და მის გარემოცვას მიაყენა.
ბრალდებულის წინააღმდეგ პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.
საქმის მასალებიდან, რომელშიც გამგებლის ძმის ჩვენება დევს, ირკვევა, რომ თავდაპირველად მის ძმას 15 წლის მოზარდი და მისი თანმხლები პირები გაუსწორდნენ. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, იყო სასტიკად ნაცემი და შესაბამისად, ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც დაპირისპირებაში მონაწილეობდა.
რაც შეეხება თავად მოზარდის მამას – ის ამბობს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია და ის მას შემდეგ გავიდა ტერიოტორიაზე, როცა მისმა შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ სოფლის გამგებელმა სცემა.
მარტიროსიანი ოჯახით იყო, ექვსნი არიან, მე როცა მივედი იქ, ვნახე, რომ ჩემი შვილი ცუდად იყო, დავრეკე 112-ში. დაზიანებები იყო ნეკნებზე და თავში. ახლა ამბავი მიდის, რომ ვითომ მე დავარტყი, არადა მე მანდ საერთოდ არ ვიყავი, მე როცა მივედი, იქ ჩხუბი აღარ იყო, – ამბობს 15 წლის მოზარდის მამა.
15 წლის მოზარდის სასტიკად ცემაში მხილებული ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის სოფლის გამგებელს და 5 პირს ბრალდება უკვე წარედგინათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2 თანხმლებ პირთან ერთად ფიზიკური ძალადობა განახორციელა თანასოფლელზე. აღნიშნული ფაქტის შემდგომ დაშავებული პირის დასახმარებლად მისულმა ნათესავებმა ფიზიკური შეურაცხყოფს მიყენეს ადგილზე მყოფ არასრულწლოვნებს, რა დროსაც, ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ პირს.
















