15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება

“ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ თვალების დამთხრელი გახარია დააწინაურა მისმა პატრონმა. აი ამ ქალმა მარიანა ჩოლოიანმა, მისმა უფროსმა მინისტრმა გომელაურმა და სისტემამ მოკლა 15 წლის ლუკა სირაძე. მანამდე გამოაძვრინეს ხორავას ქუჩის მსხვერპლთა და მაჩალიკაშვილის მკვლელები. ეს არ გაჩერდება სანამ ხელის დაფარება არ შეწყდება და ყველა იდიოტს ვინც ამ სტატუსს უპასუხებს “9 წლის შეხსენებით” ვურჩევ კარგად მიმოიხედოს აქეთ-იქით და იქნებ მიხვდეს თუ რა უბედურებაში ამოაყოფინა თავი ქვეყანას და საკუთარ თავსაც. საქართველოში უნდა გათენდეს!

ჩემი როგორც მშობლის გულრწფელი სამძიმარი ლუკა სირაძის ოჯახს “-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. 15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერდა, გამოკითხვის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.

banner
წინა სტატიაში15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო აქტივისტებმა დიღმის პოლიციასთან აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაშსს 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს