15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მას დადგენილება დუშეთის პოლიციის განყოფილებაში გააცნეს. დაკავებულს გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 15 წლის მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ბრალდებული კი ამბობს რომ მას იარაღი არ ჰქონია.
დაპირისპირება, რასაც დაჭრა მოჰყვა, მოსწავლეებს შორის, 74-ე სკოლაში დაიწყო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. კონფლიქტში დაახლოებით 20- მდე მოზარდი მონაწილეობდა.
დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმის ინფორმაციით, მოზარდი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.
მოზარდი გუშინ, 31 მაისს დააკავეს.