15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში არ გამოცხადდა

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წინასასამართლო სხდომას არ ესწრება.

სხდომაზე მოსამართლემ ჩოლოიანის განცხადება წაიკითხა, სადაც ბრალდებული განმარტავს, რომ მის ინტერესებს მისი ადვოკატები დაიცავენ. ჩოლოიანის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათთვის უცნობი იყო, რომ ჩოლოიანი დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდებოდა. თუმცა, ადვოკატების თქმით, ისინი გუშინ იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ბრალდებული შეუძლოდ არის.

ადვოკატებმა იშუამდგომლეს, რომ სხდომა ჩატარდეს ბრალდებულის დასწრების გარეშე. ამ შუამდგომლობას საქმის პროკურორებიც დაეთანხმნენ.

ცოტა ხნის წინ, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმის წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დახურა. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

პროკურორების თქმით, დაზარალებული არასრულწლოვანია და ასევე, საქმეში მოწმეთა დიდი რაოდენობაც არის არასრულწლოვანი. პროკურორებმა მათი ინტერესებიდან გამომდინარე დააყენეს შუამდგომლობა. დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომების დახურვის შუამდგომლობას დაეთანხმა. ადვოკატები ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური : ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყანას
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : როცა საარჩევნო წელს ოპოზიციის ერთ-ერთ აქტიურ ლიდერს უდიპლომო, ყოფილი მთავარი პროკურორის ხელით აკავებენ, სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტია