სუიციდის მცდელობა თბილისში – დიღმის მასივში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Report.ge“ ავრცელებს. ბავშვი ერთ-ერთი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საგანგაშო სტატისტიკა
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 2018 წელს სუიციდის 389 და მცდელობის 477 ფაქტი მოხდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.