15 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსები 15 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ.

დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.
დღეს ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში + 13 +18 გრადუსის, თბილისში +14 +16 გრადუსის ფარგლებში იქნება.
14 ნოემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღისით მოსალოდნელია ნალექი, 15 ნოემბერს კი, მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად დაიკლებს. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში +10 +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსაველთ საქართველოში კი უფრო ნაკლები.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ წვიმიანი ამინდი მომდევნო დღეებშიცაა მოსალოდნელი. 16-17-18 ნომბერს დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა და როგორც ბარში, ასევე მაღლობში, ხოლო მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.

banner
წინა სტატიაში(ფოტოები +18) ახალი სკანდალი უკრაინაში – არსენ ავაკოვის მოადგილე
შემდეგი სტატიაშსს-მ ლაგოდეხში მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა