15 მაისამდე ბარათაშვილის ხიდის ქვეშ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, დღეს 00:00-დან 15 მაისის 09:00 საათამდე მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.

 

დღეს 00:00-დან 15 მაისის 09:00 საათამდე მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.
ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, დადაბლდა ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზრდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად მიმდინაორებს სამუშაოების ბოლო ეტაპი. უნდა დაიგოს ასფალტის ზედა ფენა.
banner
წინა სტატიაში“მესაზღვრეების” მიერ 9 ადამიანის დაკავების ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციად აფასებს
შემდეგი სტატიაპროკურატურის გადაწვტილებით დაზარალებულ ცოლ-ქმარს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდათ