15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭო ვენეციის კომისიას დამატებით წერილს უგზავნის

15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭო ვენეციის კომისიას დამატებით წერილს უგზავნის, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ მზად არიან ხელისუფლებასთან დაიწყონ პოლიტიკური პროცესი მოლაპარაკებები კონსენსუსისთვის.

გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით, დღეს კონსენსუსი არ არსებობს.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭო მოლაპარაკებებს ხელისუფლებასაც სთავაზობს. ოფიციალურ წერილს 15 კვალიფიციურ პარტია დღეს გააგზავნის.

“ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას არა პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმებით, არამედ პარტიული ინტერესიდან გამომდინარე, ამაზე ვენეციის კომისიამ თქვა, რომ მთავარი არის კონსენსუსი. თუ ხელისუფლება ერთგულია თავისი დანაპირების, მაშინ ნება იბოძოს და დაიწყოს მოლაპარაკებები პროცესი ოპოზიციასთან”, — განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

15-მა კვალიფიციურმა სუბიექტმა ვენეციის კომისიას წერილი სამი კვირის წინ გაუგზავნა, სადაც ასახულია მათი მოსაზრებები და პრეტენზიები საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით.

საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, ვენეციის კომისიისგან გამოხმაურება ამ საკითხზე მიიღო მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს.

banner
წინა სტატიაში14 მუნიციპალიტეტის რაოდენობის შემცირბა 7-მდე არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას
შემდეგი სტატიასაქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება