30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

15 ივნისს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პირველ კლასტერს გახსნიან

ორშაბათს, 15 ივნისს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პირველ კლასტერს გახსნიან. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ერთობლივად გაავრცელეს.

„ეს არის იმ მონდომების, სიმამაცისა და თავდაუზოგავი შრომის აღიარება, რომელიც ორივე ქვეყანამ გამოიჩინა რეფორმების გატარების გზაზე, უდიდესი გამოწვევების ფონზეც კი.
ეს ასევე არის სიგნალი იმისა, რომ მშვიდობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობების შესახებ ევროკავშირის შეთავაზება შეუდარებელია.
გაფართოება სტრატეგიული არჩევანია.
ჩვენი ერების დაახლოებით ჩვენ ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მთელ კონტინენტზე.
მზარდი გაურკვევლობით მოცულ სამყაროში უფრო დიდ ევროკავშირს ჩვენს საერთო ინტერესებში შედის. გაფართოება რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებულ ისტორიად და საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საერთო მომავალში“, – წერია ფონ დერ ლაიენის და კოშტას ერთობლივ განცხადებაში.
ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს.

მოლაპარაკებებში პირველი ასეთი „კლასტერი“ ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი იხსნება, ბოლოა, რომელიც იხურება.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო: ყველაფერი რამდენიმე ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, თუ ეს სურვილი იქნება, ამ ომების დასრულება წელს შეიძლება
შემდეგი სტატიასაზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრები 10 წლის გოგოს დაცემის ფაქტზე გენდირექტორისგან პასუხებს ელიან