15 ივნისის მონაცემებით, 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 74.48%-მა ტექდათვალიერება გაიარა

15 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, რომლის 74.48% ანუ 25 876 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული აღმოჩნდა, 23,43% ანუ 8 142 კი დახარვეზებული, – ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ მიაწოდა.

ასოციაციის ინფორმაციით, განმეორებითი ინსპექტირება 5 696-მა (69,95%) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც განმეორებით დახარვეზებული 234 (4,108%) მათგანი აღმოჩნდა. განმეორებით ინსპექტირებაგავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან კი 722 (2.078%) მათგანის გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია იუწყება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობის დახარვეზება სამუხრუჭე სისტემისა და გამონაბოლქვის ინსპექტირების დროს მოხდა.

banner
წინა სტატიაში,,ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული, გამოყენებულია რამდენიმე იარაღი”
შემდეგი სტატია“პრემიერობის კანდიდატით თუ ვიმსჯელებთ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ათი სამინისტრო იქნება თუ ასი” – ბურჯანაძე